ბევრ ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით არ აწყობს ეს გადაწყვეტილება, ჯერ ეს ერთი, ევროპის ავტორიტეტია. მეორეც, არის გარკვეული თემები, რომელიც ევროპისთვის არანაირად არ არის მისაღები

ბევრ ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით არ აწყობს ეს გადაწყვეტილება, ჯერ ეს ერთი, ევროპის ავტორიტეტია. მეორეც, არის გარკვეული თემები, რომელიც ევროპისთვის არანაირად არ არის მისაღები
ბევრ ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით არ აწყობს ეს გადაწყვეტილება, ჯერ ეს ერთი, ევროპის ავტორიტეტია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მეორეც, არის გარკვეული თემები, რომელიც ევროპისთვის არანაირად არ არის მისაღები.
„ერთი თემა ამოჩემებული, რომ ჩვენ და სხვა ქვეყნებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან ევროპას, თუკი მესამე ქვეყნებიდან შემოვა ჩვენთან ადამიანი, რომლის ქვეყნიდან ევროპაში დაშვებულები არ არიან და აქ შეძლებს აიღოს ჩვენი პასპორტი, შევიდეს ევროპაში და იქ რაღაც დააშავოს. ესეც არის რაღაც მიზეზი, რომელიც შეიძლება სერიოზულ არგუმენტად იქცეს, მაგრამ არსებობს ერთი თემა, თუკი შენ გინდა, რომ ხალხი არ დასაჯო და დასაჯო ისინი, ვინც შენი აზრით არასწორად მოქმედებს და ქედს არ გიხრის, არ გემორჩილება, ყურს არ იჭრის შენს წინაშე, ეს უკვე სანქციაა. სანქციას უკვე კვალიფიციური უმრავლესობა არ ჰყოფნის, უნდა კონსენსუსი, ყველა ქვეყნის. ეს შეუძლებელია და ბევრი ქვეყანაა ისეთი, 65 პროცენტი მოსახლეობისა უნდა ცხოვრობდეს იმ ქვეყნების რაოდენობაში, რომელიც იტყვის, რომ იცით რა, მთელს საქართველოს, ოპოზიციაშია თუ სადაც არ უნდა იყოს, ყველას უნდა შეუწყდეს თავისუფალი ვიზა. ე.ი. რა გამოდის, რომ შენ მოუწოდებ ხალხს, ჩამოაგდე ეს ხელისუფლება და დაგიბრუნებ ვიზას, მაგრამ ამაზეც არის საწინააღმდეგო. დანარჩენი 35 პროცენტიანი ქვეყნების ჯგუფს შეუძლია ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, ან გააბათილოს ეს გადაწყვეტილება. ჰერჩინსკიმაც თქვა, ბევრ ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით არ აწყობთ ეს გადაწყვეტილება. ჯერ ეს ერთი, ევროპის ავტორიტეტია. მეორეც, არის გარკვეული თემები, რომელიც ევროპისთვის არანაირად არ არის მისაღები იმიტომ, რომ სხვა დროს შეიძლება უკვე რომელიმე კონკრეტულ ევროპულ ქვეყანას დაუპირისპირდეს ჯგუფი, რომელიც უმრავლესობაშია და ისეთი ზომები მიიღოს, რომელიც კონკრეტულ ქვეყანას არ აწყობს. ასე, რომ ეს ევროპის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იქნება, თუკი ასეთი არასწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში