ბევრ საკითხზე საქართველო და ამერიკის საზოგადოება აზროვნებით თანხვედრაში არიან – იქნება ეს USAID-ისა და NED-ის საქმიანობა, ლგბტ-პოლიტიკები თუ უკრაინის ომთან დაკავშირებული მიდგომები – თუმცა ქმედითი მხარდაჭერა ან არ ჩანს, ან შესაძლოა, იგვიანებს

ბევრ საკითხზე საქართველო და ამერიკის საზოგადოება აზროვნებით თანხვედრაში არიან – იქნება ეს USAID-ისა და NED-ის საქმიანობა, ლგბტ-პოლიტიკები თუ უკრაინის ომთან დაკავშირებული მიდგომები – თუმცა ქმედითი მხარდაჭერა ან არ ჩანს, ან შესაძლოა, იგვიანებს
ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად გააჩნია საქართველოსა და -ს შორის ურთიერთობების დალაგება-გაუმჯობესების სურვილი, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილის შესახებ.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დაუშვებელია ისეთი ჩაკეტილი მიდგომა, როდესაც კითხვებზე პასუხები არ არსებობს – განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და თავდაცვას უკავშირდება.
„საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილი -ს პრეზიდენტისადმი, კიდევ ერთი დასტურია იმისადმი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გულრწფელად გააჩნია საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დალაგება-გაუმჯობესების სურვილი. სამწუხარო რეალობაზე ხაზგასმაც უდავოდ დროულია, აშშ-ს პრეზიდენტს ღიად აქვს გამოცხადებული “დიფ სთეითის” და მათ მიმდევართა წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ამერიკელებისგან ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ჩვენი აზრები ემთხვევა USAID-ის, NED-ის დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ლგბტ-ზე, მაგრამ ქმედებები ან არ ჩანს, ან თუ გამოჩნდება ალბათ მოგვიანებით, რის იმედს კვლავაც ვიტოვებთ. ყველაზე უფრო გულდასაწყვეტი მაინც ის არის, რომ უმადურობასთან ერთად ხშირ შემთხვევაში უსამართლობასაც ვხედავთ, რომელსაც არათუ არ ვიმსახურებთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენს გაოცებასაც იწვევს, რის დადასტურებაც ყველაზე არამეგობრული ქმედების “მეგობრულ აქტად” შერაცხვა გახლავთ. ჩვენს კითხვებზე პასუხები არ არის, რაც სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ყოვლად დაუშვებელი და მიღებელია, განსაკუთრებით როცა საკითხები, ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და თავდაცვის საკითხებს ეხება, საინტერესოა ვის და რის წისქვილზე ასხამს წყალს, ჩვენი მტრების თუ ჩვენი მეგობრობის.“ – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში