ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან

ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან
ასეთი გადაწყვეტილებები იყო გმირობის ტოლფასი. ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდზე, როდესაც მაგალითად ოჯახში ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ იმიტომ, რომ იყო საშიშროება, რომ ვიღაცას შეიძლება მოსასმენი ჰქონოდა დაყენებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა ს პოლიტიკაში მოსვლის პერიოდზე საუბრისას.
„მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი, ტოტალური მოსმენები. გვისაუბრია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასა და რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ რომ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომა დაეშვა, შეიძლება, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კი დაეკარგა.
„ვებრძვით იმ ძალას, რომელიც გარედან მართავს ქვეყნის შიგნით აგენტურას, მტრებს, მოღალატეებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესი იყოს ფეხქვეშ გათელილი და რომელიმე დიდმა ქვეყანამ გამოიყენოს სათავისოდ.
მაშინ რომ შეცდომა დაგვეშვა, დღეს ჩვენ აქ ვერ ვისხდებოდით და ამ ინტერვიუს ვერ ჩავწერდით. იქნებოდა სრული კატასტროფა, შეიძლება სახელმწიფოებრიობაც კი დაგვეკარგა“, – განმარტა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სოციალურ პოლიტიკაზე.
„ეს რა თქმა უნდა იმიტომ კეთდება, რომ ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს თანადგომას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროგრამებს ვიდრე, თუნდაც, ერთ ადამიანს მაინც ექნება მხარდაჭერის საჭიროება, რა თქმა უნდა ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“, – დასძინა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს