“ბევრს ყბედობთ” – გატუზომ ჟურნალისტს შეუტია

ხორვატიის ჩემპიონატის 26-ე ტურში, „რიეკასთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ, „ჰაიდუკის“ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს Max sport-თან ინტერვიუს დროს ტელეწამყვანთან, სპლიტური გუნდის და „სევილიას“ ყოფილ ნახევარმცველთან, იოშკო იელიჩიჩთან კონფლიქტი მოუვიდა.
გატუზომ იელიჩიჩს ხელი არ ჩამოართვა და ჯერ ინგლისურ, მერე კი ესპანურ ენაზე მკვახედ მიმართა.
– არ მინდა ხელი ჩამოგართვათ, რადგან თქვენ ძალიან ბევრს ყბედობთ და ადამიანებს პატივს არ სცემთ. ფეხბურთს თამაშობდით და ყველაფერი გესმით, თქვენ ძალიან კარგად იცით სიტუაცია. პატივს არ გცემთ.
– თქვენ ძალიან ცუდად იქცევით.
– ეს ჩემი სტილია.
– თქვენ პატივი უნდა მცეთ.
– არა, არა, ფეხბურთზე ვილაპარაკოთ. რაიმე პირში მითხარი.
– ვისაუბროთ.
– ეს უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც ტელევიზიაში დაგელაპარაკე. თქვენ ცუდი ადამიანი ხართ და ვიდრე აქ მუშაობთ, ინტერვიუს არ მოგცემთ. ისე მელაპარაკები, თითქოს მთელი საფეხბურთო სამყარო გაქვს დაპყრობილი.
ამის შემდეგ დაძაბული ვითარება მეორე ტელეწამყვანმა, ვალენტინა მილეტიჩმა განმუხტა.