“ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმა წაახალისა – ემანდ პირიქით არ გამოვიდეს“ – ბექა ოდიშარია

“ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმა წაახალისა – ემანდ პირიქით არ გამოვიდეს, ამ ინციდენტით პირიქით წახალისება,” – ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკეთებს.
ოდიშარია მამუკა მდინარაძის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება და ამბობს, რომ “უმრავლესობის ლიდერისთვის მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა. ეს ჩვენი ღირსების საკითხია”.
მადლობა უმრავლესობის ლიდერს მაღალი პოლიტიკური შეგნებისა და ადამიანური ღირსებისთვის. მინდა, ყველას დამშვიდებისკენ მოვუწოდო. იმას, რაც ამ დარბაზში მოხდა, საზოგადოება თავის სახელს დაარქმევს […] ბევრს გულში უხარია, გული მოეფხანა და ჰგონია, რომ ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმა წაახალისა – ემანდ პირიქით არ გამოვიდეს, ამ ინციდენტით პირიქით წახალისება. ამიტომ, ხალხს მოვუწოდებ, ყველა მხარე დავმშვიდდეთ. უმრავლესობის ლიდერისთვის მოქნეული ხელი ჩვენ ყველას მოგვხვდა. ეს ჩვენი ღირსების საკითხია. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ყველაფერი მვიდობიანად უნდა იყოს, თუმცა, სახელიც ყველაფერს უნდა დაერქვას,” – ამბობს ოდიშარია. tvpirveli

ასევე დაგაინტერესებთ