“ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს შეიფარებს…” – სოცქსელში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დავამარცხეთ, ევრო 2024-ის ბილეთებზე უნდა ვიფიქროთ.

UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა.

უამრავ ქართველს აქვს თამაშზე დასწრების სურვილი, ეძებენ ბილეთებს, დასარჩენ ადგილებს და ა.შ. სპეციალურად ამ დღისთვის, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფიც, – ევრო 2024/სად დავრჩეთ.

ჯგუფში, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, საქართველოდან ჩასულ თანამოქალაქეებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ.

„ბევრმა ემიგრანტმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოსულ გულშემატკივარს დაეხმარება და შეიფარებს. ამ ჯგუფში მოხდება კომუნიკაცია“,- ნათქვამია ჯგუფის აღწერაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია