“ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ” – დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ერთა ლიგაზე ხორვატიასთან (0:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მამლების” მწვრთნელის თქმით, მისი გუნდის თამაშის დონე მიუღებელია.
“კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ შეცდომები დავუშვით. ჩვენს მეტოქეს მომენტების შექმნის შანსები მივეცით. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით. მენიომ პენალტი მოიგერია და მატჩის ბედის შეცვლის საშუალება მოგვცა, მაგრამ კარგი შანსები გავანიავეთ, შემდეგ კი ბურთი კვლავ დავკარგეთ.
პირველი შეხვედრა ჩვენი მარცხით დასრულდა, მალე საშუალება გვექნება, რომ სახლში დადებით შედეგს მივაღწიოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია შევცვალოთ, მაგრამ დღევანდელი თამაშის დონე მიუღებელი
იყო. უამრავი ტექნიკური წუნი გვქონდა”, – ციტირებს RMC Sport-ი დეშამის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ნაკრებებს შორის განმეორებითი შეხვედრა 23 მარტს გაიმართება.