ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან მესმის, “ჰამასმა” შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება, დადოს იარაღი და დანებდეს – ბლინკენი

ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან არ მესმის, რომ “ჰამასმა” შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება, დადოს იარაღი და დანებდეს – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ “ჰამასი” ამას გააკეთებს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. ბლინკენის განცხადებით, თუ ეს კონფლიქტი “ჰამასის” განეიტრალებით არ დასრულდება, მაშინ შესაძლოა 7 ოქტომბერი გამეორდეს, რაც არც ს და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.
“ჩვენ ველით და გვინდა, ვიხილოთ უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე გადასვლა, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც ორიენტირებულები არიან “ჰამასის” ხელმძღვანელობასთან, გვირაბის ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ბრძოლაზე. როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, თუ როგორ შემცირდება მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანი. ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ “ჰამასმა” შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება,” – აღნიშნა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა