ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი – სააკაშვილი

სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
„დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში.
მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით, ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი.
ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები.
კიდევ ერთი – ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი.
როდესაც პრეზიდენტი გავხდი ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა, თუმცა ივანიშვილმა მაშინ უარი თქვა – ეტყობა ჯერ კურატორებისგან ინსტრუქცია არ იყო მიღებული.“

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა