,, ბევრი იმპერია შემოასკდა საქართველოს და დღეს, მათი ხსენებაც აღარ არის. თქვენიც თუ დაემატება, სტატისტიკას გააუმჯობესებთ” – ზურაბ ქადაგიძე აშშ-ს

,,ხალხის ძალის” წევრი
“ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის: ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს”- მეთიუ მილერი
ანუ, დრო გაქვთ რევოლუცია მოაწყოთ და ქვეყანა თავზე დაიმხოთ ან კიდევ, სრული პოლიტიკური კაპიტულაცია გამოაცხადოთო?!
ბატონო მილერ, კარგად გაითავისეთ!
საქართველომ აირჩია პოლიტიკა, რომელიც თანაბარუფლებიანობას და სამართლიანი თამაშის წესებს ეფუძნება.
საქართველოს არავის ვალი აქვს, რომ ვიღაცა თითის ქნევით ესაუბროს და თუ რაიმე არ მოგწონთ ურთიერთობაში, ჯერ საკუთარ ორმაგ სტანდარტებს მიხედეთ და მერე გვესაუბრეთ ეგეთი ტონით.
რაც შეეხება სანქციებს – საქართველოს ხელისუფლებამ გარკვევითა და მკაფიოდ განაცხადა, რომ შანტაჟით და სანქციების შიშით, ვერავინ შეძლებს ქვეყნის სუვერენიტეტზე უარი ათქმევინოს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
ასე რომ, მოგიწევთ გადატვირთოთ პოლიტიკა ბატონო მილერ, თორემ რევოლუციის იმედად, ძალიან დიდი ხანი მოგიწევთ დგომა კავკასიის საზღვრებთან!
ბევრი იმპერია შემოასკდა საქართველოს და დღეს, მათი ხსენებაც აღარ არის. თქვენიც თუ დაემატება, სტატისტიკას გააუმჯობესებთ, ეგ იქნება მხოლოდ!“

ასევე დაგაინტერესებთ