ბევრი გზააბნეულია შემოჩვეული საქართველოს უცხოეთიდან, დარწმუნებული ვარ, ტერიე ჰელანდი ხელფასზე ზის და დავალებაა ქართველი ხალხის ლანძღვა

ძალიან ბევრი გზააბნეული ადამიანი არის შემოჩვეული საქართველოს უცხოეთიდან და თავის სერვისებს სთავაზობს სხვადასხვა დამკვეთს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივად ზის ხელფასზე და მისი დავალებაა რაღაც ასეთი გრძელ-გრძელი ტექსტების წერა, ქართველი ხალხის ლანძღვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველის, ტერიე ჰელანდის განცხადებაზე, სადაც ჰელანდმა აღნიშნა: „ აღარ არის სანდო პარტნიორი ევროპისთვის, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ“.
„ბევრი გვყავს შემოჩვეული – ზოგი უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრია. გვლანძღავენ, ეკლესიას გვილანძღავენ, მოდიან, მიტინგებს გვიტარებენ მინისტრები და ასე შემდეგ. ასეთი ქცევა რომ ახასიათებს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომაც აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხალხი უნდა წყვეტდეს. სერიოზული საქმეები ზოგიერთი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. ძალიან მივესალმებით, რომ ესეც ასე ცხადად გამოჩნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ბევრი ასეთი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსი იყო შემოჩვეული საქართველოს და ზოგიერთი დღემდეა შემოჩვეული. მოვლენა არ ხდება საქართველოში, რომ მათი ღრმად არაკომპეტენტური აზრი არ მოგვახსენონ ხოლმე სხვადასხვა განცხადების სახით. დღეგამოშვებით ხან რომელ ტელევიზიას ერთვებიან, ხან რომელს.
არამკითხე მოამბეებივით ეჩრებიან ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ჩვენ მათ არ ვაწუხებთ, მათი საზოგადოების ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს სუვერენიტეტს. სხვათა შორის, ამ დღეებში ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ იმართებოდა და ბევრი განცხადება ვნახეთ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს უჭერდა მხარს და არ აღიარებდა ამ არჩევნებს. ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ სხვა დროსაც მითქვამს და აქაც მინდა, ვთქვა, ყველა ამ უცხოურ უწყებას შევახსენო – დაუფიქრდნენ, რამდენად გულწრფელნი არიან იმ წინადადებაში, რასაც წერენ, იმ სეგმენტში, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის პატივისცემა.
საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა, რასაც დღეს ზოგიერთი უცხოური ხელისუფლება აკეთებს. პირდაპირ ხელების ფათურია ჩვენს პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხალხი, რომელმაც ხაჭაპურის იქით საქართველოს შესახებ არაფერი იცის, ზოგი შორიდან ტექსტებით გველაპარაკება, ზოგი აქ ჩამოდის, მიტინგზე დგება და რატომღაც თავს უფლებას აძლევს, ჩაერიოს უცხო ქვეყნის, უცხო საზოგადოების ცხოვრებაში. ქართველი ხალხი არ კადრულობს იმას, რომ ჩაერიოს ესტონელი, ლიეტუველი თუ ჩეხი ხალხების შიდა საზოგადოებრივ საკითხებსა თუ პოლიტიკაში. ამიტომ ნურც ამ ქვეყნების ხელისუფლებების ზოგიერთი წარმომადგენელი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. დათა თუთაშხიას ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ მაინცდამაინც თუ აინტერესებთ, შეუძლიათ, გადაიკითხონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს