,,ბევრად მეტი შანსია, მეტეორი დამეცეს, ვიდრე ამერიკამ დამასანქციროს” – ირაკლი რუხაძე

ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც -ის მოქალაქეს, “ვერ დაასანქცირებს”. მან დღეს, 5 ივნისს, მედიასთან თქვა, რომ ბევრად მეტი შანსია მეტეორი დაეცეს, ვიდრე აშშ-მა დაასანქციროს.
“ამერიკა ჩემ მიმართ სანქციას ვერ გამოიყენებს. ერთი მაგალითი არ არსებობს, რომ აშშ-მ თავისი მოქალაქის წინააღმდეგ სანქცია გამოიყენა. მეტეორი რომ დამეცეს ახლა თავზე ბევრად მეტი შანსია, ვიდრე ამერიკამ სანქცია გამოიყენოს. ჯერ ამერიკის კრიმინალურმა სისტემამ უნდა მიმიჩნიოს დამნაშავედ, ბევრი სხვადასხვა რამ უნდა მოხდეს. ერთხელ გამოიყენეს [აშშ-მ სანქცია] ორმაგ მოქალაქეზე, მე არც ორმაგი არა ვარ [ირაკლი რუხაძე აშშ-ის მოქალაქეა] და ის იყო ტერორისტი, რომელიც ჯერ ტერორისტად ცნეს, მერე დასდევდნენ, სასამართლო დასდევდა და მერე გამოიყენეს სანქციები. ამერიკას არ გამოუყენებია სანქცია თავისი მოქალაქის წინააღმდეგ. სიგიჟეა.
თუ დამასანქცირეს, წავალ და ვუჩივლებ სასამართლოში და მოვახსნევინებ. ამიტომ ვერ გამოიყენებენ. სანქცია არის რაღაც ისეთი, რომელზე სასამართლოში ვერ ჩივი, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაა და იმ ქვეყნის იურისდიქციაში არ მიგესვლება. ეს არის ის, რის გამოც ეფექტური გახდა სანქცია. დღეს, რომ პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე და ეგზეკუციონერი ხდება ვიღაცა ადამიანი, ბიუროკრატი, რომელიც ზის რაღაც მაგიდასთან და უცებ შეიძლება სანქცია გამოგიწეროს ისე, რომ ვთქვათ მერე რა [ბიუროკრატი ფიქრობს], მე რაში მეხება, ის მოზამბიკში ცხოვრობს, მე ამერიკაში ვცხოვრობ და წერს სანქციას. ამას მე ვერ გამიკეთებენ, იმიტომ რომ აშშ-ის მოქალაქე ვარ”, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.(ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ