“ბედნიერი ხარ? ასაკის სხვაობის შიში როგორ გადალახე?” – ქეთი ძიგუა მეუღლის, ლევან ქარაზანიშვილის, 28-წლიანი სხვაობისა და ოჯახური იდილიის შესახებ – Marao

“ბედნიერი ხარ? ასაკის სხვაობის შიში როგორ გადალახე?” – ქეთი ძიგუა მეუღლის, ლევან ქარაზანიშვილის, 28-წლიანი სხვაობისა და ოჯახური იდილიის შესახებ – Marao
ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა.
წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ლევანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი 28 წლის ნინა და 23 წლის ანა ჰყავს.
მისი ამჟამინდელი მეუღლე ქეთი ძიგუაა. მათ ოფიციალურად 2021 წელს იქორწინეს, 2022 წელს კი პირველი საერთო შვილი, მატილდე შეეძინათ:
“არაჩვეულებრივი ემოციები დამეუფლა. მშობიარობას არ დავსწრებივარ, მერე მოვინახულე მატილდე. ზომიერი წონის, ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია.
როგორც ყველა, ჩვენც ვემზადებოდით პატარასთან შესახვედრად. განსაკუთრებული არაფერი, ვიყიდეთ საჭირო ნივთები, მოვუმზადეთ ოთახი და რამდენიმე დღეში სახლში ველოდები პატარას.
ნაბოლარამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული გრძნობა მომიტანა, თუმცა უფროს ქალიშვილებსაც თავისებური და თბილი ემოციებით შევხვდი. ახლა მზრუნველობის კუთხით უფრო გამოვირჩევი, ალბათ, სულ სხვა ასაკშიც ვარ და ეგ არის განმასხვავებელი”, – ამბობდა ლევანი.
ქეთი და ლევანი ერთსა და იმავე კლინიკაში მუშაობდნენ, ლევანი კარდიოქირურგი, ხოლო ქეთი იდმინისტაციის თანამშრომელი იყო. როგორც ქეთი განმარტავს, წყვილს შორის 28-წლიანი სხვაობა ქორწინებისა და ურთიერთობისთვის დაბრკოლება არ ყოფილა და მათ დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ.