ბედნიერი ოჯახის 2 წელი, ერთი შვილი და სამაგალითო წყვილი: ზურიკო დავითაშვილის მეუღლე იუბილარია – Marao

ბედნიერი ოჯახის 2 წელი, ერთი შვილი და სამაგალითო წყვილი: ზურიკო დავითაშვილის მეუღლე იუბილარია – Marao
ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველია. ისევე, როგორც სხვა ქართველ ფეხბურთელებს, ზურიკოსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მის საკლუბო თუ სანაკრებო სიახლეებს თვალს მუდმივად ადევნებენ.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო, ჩვენ ამ დიდი ზეიმის ყველა მონაწილე ახლოს გაგაცანით, გაგაცანით მათი ის მხარეც, რომელიც სტადიონს მიღმა რჩება – ეს არის ოჯახი, მეგობრები… არაერთხელ მოგიყევით ზურიკო დავითაშვილის ოჯახზეც – მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
ამჯერად ზურიკო დაბადების დღეს სწორედ მეუღლეს, მშვენიერ მია გზირიშვილს ულოცავს: “დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო” – წერს ზურიკო და ფოტოს აქვეყნებს.
კითხვაზე, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე, ზურიკო იხსენებდა: „რუბინში“ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ ერთი თვე ვრჩებოდი იქ და მერე სხვა გუნდში უნდა წავსულიყავი. მე და კვარა ერთ ოთახში ვიყავით. იმ პერიოდში მას უკვე ჰყავდა შეყვარებული. სულ ვუყურებდი, რომ ლაპარაკობდა და ჩვენ ისე აღარ ვკონტაქტობდით, როგორც ადრე, შეიძლება ითქვას, რომ ნიცამ „წამართვა“ კვარა. ნიცას ჰყავდა დაქალი მია. ფოტოები ვნახე და მომეწონა, მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გამეცნო. მაგრამ დაგეგმილად ხომ ვერაფერი მოხდებოდა. კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი მია და პირველივე დღიდან ისე წავიდა ყველაფერი, რომ უკვე ეტყობოდა, როგორ განვითარდებოდა სიტუაცია. მია ბევრ რამეში დამეხმარა. ეგ პერიოდი მქონდა რთული“, – ამბობდა ზურიკო დავითაშვილი.
ზურიკოს და მიას პატარა დათი 2023 წლის ნოემბერში შეეძინათ. მამობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრი ცვლილების მომტანო აღმოჩნდა:
“იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ბავ­შვი ჩნდე­ბო­და, არ ვი­ყა­ვი ოჯახ­თან ერ­თად. ვი­ყა­ვი შეკ­რე­ბა­ზე, ბი­ჭებ­თან ერ­თად. მე­უღ­ლე­მაც მი­თხრა, წა­დიო… მა­მო­ბა სა­ოც­რე­ბაა, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ჩვე­ნი სპორ­ტი ასე­თია, პა­ტა­რა მსხვერ­პლის გა­ღე­ბაც გი­წევს. შე­მეძ­ლო, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი კი­დეც, მაგ­რამ ზუს­ტა­დაც არ ვი­ცო­დით, რო­დის და­ი­ბა­დე­ბო­და. არა­ნა­ი­რი რთუ­ლი მო­მენ­ტი არ გვქო­ნია, რო­გორც გი­თხა­რით, მე­უღ­ლემ მირ­ჩია, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მად­ლო­ბა მას, თო­რემ მე შე­იძ­ლე­ბა დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი…”