ბებოს გულშემატკივარი – ინგა გრიგოლია უსაყვარლესი შვილიშვილის, ნინიას ვიდეოს გვიზიარებს – Marao

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. “ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა”, – წერდა ინგა გრიგოლია.
როგორც ინგა გრიგოლიამ არაერთხელ თქვა, მას შვილიშვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. პატარა ნინია კი ბებოს დიდი გულშემატკივარია და მის გადაცემასაც ხშირად უყურებს. ამჯერად ინგა გრიგოლია სწორედ მის ვიდეოს გვიზიარებს:
ინგა გრიგოლია
ქართველი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაიბადა 1971 წლის 8 მარტს თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა ტელევიზიებში: „რუსთავი 2“, „მზე“, „იმედი“. იყო ტელეგადაცემების – „პირველების“, „რეაქციისა“ და თოქ-შოუ „იმედის კვირის“ ავტორი და წამყვანი. ამჟამად არის „TV პირველის“ გენერალური პროდიუსერი. 2016 წლიდან ამავე ტელეკომპანიის გადაცემა „დღის ამბებისა” და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი. დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ინგა გრიგოლიამ კუჭის ოპერაცია გაიკეთა, რისკენაც მან ახალმა ამპლუამ – ბებიობამ უბიძგა:
· “ეს კაცი ჩემთვის გაჩნდა თურმე… მადლობა, დათო, ახალი სუნთქვა რომ გამიხსენი და გამახალისე” – ინგა გრიგოლია
„ბებიობის შემდეგ მივხვდი, რომ სიახლეები მჭირდებოდა. წავედი და კუჭის ოპერაცია გავიკეთე, დავიწყე ზრუნვა ვიზუალზე, მინდოდა მეტი ენერგია მქონოდა. ორთვე-ნახევარში 15 კილო დავიკელი და ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ, კიდევ ბევრი კილოგრამის დაკლება მაქვს გეგმაში. იმიტომ, რომ ნინასთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორც მარიამისთვის იყო დედაჩემი“, – ამბობდა ინგა.