ბებია აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი – ჰამასის მძევლობიდან გათავისუფლებული ქალის შვილიშვილი

ჰამასის მძევლობიდან გათავისუფლებული 85 წლის იაფა ადარის ოჯახი ბებიასთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
“ბებია აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი. გმადლობთ ისრაელელო ხალხო”. – წერს მისი შვილიშვილი, ადრიანა ადარი.
იაფასთან ერთად, ჰამასმა 7 ოქტომბერს ნირ ოზის კიბუციდან მისი შვილიშვილი თამირიც გაიტაცა. თამირი ამ დრომდე ჰამასის მძევლობაში იმყოფება.
“მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა. ეს ზღვაში პირველი წვეთია, გელოდებით თამირ ადარ, გელოდებით ყველას!”. – წერს ადრიანა ადარი.
გასულ დღეს ჰამასმა 78 წლის მარგალიტ მოსეც გაათავისუფლა. იგი ნირ ოზის კიბუცის სახლში 7 ოქტომბერს დილით იმყოფებოდა, რა დროსაც ჰამასმა სოფლის დარბევა, მოსახლეობის გატაცება და მკვლელობები დაიწყო.
24 ნოემბერს გარიგების ფარგლებში ჰამასმა 24 მძევალი, მათ შორს ს 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი გაათავისუფლა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
პარალელურად, ღაზაში ეგვიპტიდან შევიდა დაახლოებით 137 სატვირთო მანქანა, რომლებსაც გადაჰქონდათ საჭირო სამედიცინო მედიკამენტები, საწვავი და საკვები.