ბბ დაზღვევამ, ავიაკომპანია ჯეოსქაის და მაივეი ეარლაინსს, საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში უპრეცედენტო – 145 000 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა

ბაზისბანკი, ქვეყნის ერთ ერთი ლიდერი საფინანსო ინსტიტუტია და ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ჰოლდინგური კომპანია, რომელიც აერთიანებს ბბ დაზღვევას და ბბ ლიზინგს.
ბბ დაზღვევა ბაზარზე ლიდერია საავიაციო რისკების დაზღვევის ჭრილში და თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს კომპანიებთან, როგორებიც არიან ავიაკომპანია ჯეოსქაი, მაივერ ეარლაინსი და სხვა. თანამშრომლობს მხოლოდ A რეიტინგის მფლობელ კომპანიებთან, სადაც გადაზღვეულია ყველა საავიციო მიმართულება, მსოფლიოს წამყვან, სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე გადამზღვევ კომპანიებთან.
2023 წლის აპრილში, ფაქტიურად ომის დაწყების წინა დღეს, მაივეი ეარლაინსის 2 და ავიაკომპანია ჯეოსქაის 1 საჰაერო ხომალდი ახორციელებდა რეგულარულ ფრენებს და იმყოფებოდა სუდანის დედაქალაქ ხარტუმის აეროპორტში. სწორედ ამ დროს, სუდანში დაიწყო სამოქალაქო ომი და ეპიცენტრში აღმოჩნდა კონკრეტულად ის აეროპორტი, რომელშიც ავიაკომპანიების ხომალდები იყო ბაზირებული.
მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან შეუძლებელი იყო საჰაერო ხომალდების არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მაინც მოხერხდა ფოტო-ვიდეო მასალის მოპოვება და მათი მეშვეობით, ზიანის დაფიქსირება და შეფასება. აეროპორტში მდგომი სამივე ხომალდის ზარალი აღიარებულ იქნა, როგორც სრული განადგურება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბედნიეროდ ეკიპაჟის არცერთი წევრის ჯანმრთელობა საფრთხე არ შექმნია.