ბახტრიონის ქუჩაზე სატვირთო მანქანა დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზე დაიღუპა

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო მანქანა 80 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.