ბახმაროში „ორბის” პროექტში სასტუმროს ნომრების რაოდენობა 66%-ით მცირდება – მთავრობის განკარგულება

ბახმაროში „ორბის” პროექტი იცვლება. სასტუმროს ნომრების რაოდენობა 66%-ით მცირდება, – ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.
პროექტი, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა, 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. ახალი განკარგულების მიხედვით კი, „ორბი ჯგუფის“ მრავალფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირების ვადამ 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. უცვლელად დარჩა სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცის, კომერციული და კვების ობიექტების მოწყობის ვალდებულება.
განკარგულებაში წერია, რომ „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.
დოკუმენტში არ არის მითითებული, რა მიზეზით შეიცვალა პროექტი. არ წერია არც ის, კომპანიამ მოითხოვა ცვლილება, თუ სახელმწიფომ.
ასევე, 350 ნომრიდან 120 ნომრამდე შემცირდა სასტუმროს ნომრების რაოდენობა.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა