ბახმაროს პროექტზე შვიდი კომპანია მუშაობდა, რატომ გაკეთდა არჩევანი WilkinsonEyre-ზე?- კომპანიის გამოცდილება

ბახმაროში კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ წარდგენილ პროექტზე ბრიტანულმა კომპანია WilkinsonEyre-მა იმუშავა, რომელსაც კომპანია მსოფლიოში ტოპ არქიტექტურული კომპანიების ხუთეულში მყოფად იხსენიებს.
თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა „ურბანული განვითარების ინსტიტუტმა, სადაც ამბობენ, რომ ის „არცერთი წყაროსა და სარეიტინგო პლატფორმით არ არის არც ტოპ ათეულში, არც ტოპ ასეულში და არც ტოპ ათასეულში.” ამის მტკიცებულებად ორგანიზაციას მსოფლიოში ყველაზე დიდი არქიტექტურული ფირმების რეიტინგი მოჰყავს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ორბი ჯგუფი“ ამ საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საიტზე არსებული რეიტინგების ჩამონათვალი ვრცელია და სხვადასხვა პარამეტრებს ეყრდნობა. ხოლო ის, რომ WilkinsonEyr მსოფლიოში ავტორიტეტული კომპანიაა, ადასტურებს მათი არაერთი აღიარება მსოფლიოს მასშტაბით და სხვადასხვა ჯილდოები, რომელთა შორისაა მაგალითად “სტირლინგის” ჯილდო, რომელიც უმაღლესი კატეგორიაა ბრიტანეთის არქიტექტურაში. WilkinsonEyr-ის პორტფელშია ბერტჰოლდ ლუბეტკინის სახელობის პრიზიც.

ასევე დაგაინტერესებთ