19 აგვისტოს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება.
წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 2025 წლის 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში გაიმართება ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ისტორიული ღონისძიება – ბახმაროს თასი.
დოღის ტრადიცია ბახმაროში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ფერისცვალების დღეს, 19 აგვისტოს, მთელი საქართველოდან – გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და სხვა კუთხეებიდან – ცხენოსნები იკრიბებიან, რათა თავიანთი ოსტატობა და ცხენოსნობის სიყვარული გააზიარონ.
წელს მონაწილეებს კვლავ ელით ოთხი სანახაობრივი გარბენი:
ფულადი საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს, რაც დამატებით სტიმულს უქმნის მონაწილეებს.
ცხენოსნების რეგისტრაცია დაიწყება 18 აგვისტოს, 12:00 საათზე, დოღის სტარტთან. გარბენები 19 აგვისტოს 13:00 საათზე დაიწყება.
წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, სპეციალურად ბახმაროს დოღისთვის შეიქმნა წყაროს წყალი ბახმაროს განახლებული, ლიმიტირებული ეტიკეტი, რომელიც დოღის ვიზუალურ სტილს ატარებს და უკვე რეალიზაციაშიცაა ჩაშვებული.
წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან „საქართველოს ბანკი“ და „კროკობეთი“.
ბახმაროს თასის მთავარი მიზანია უნიკალური ეკოკურორტის ბახმაროს პოპულარიზაცია, ეროვნული ტრადიციების გაძლიერება და ქართული ცხენოსნობის მხარდაჭერა.
