ბაჩო ძანძავა – საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს

საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო ს სამართლიანად ჩატარებისთვის, ვალდებულია გაათავისუფლოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ბაჩო ძანძავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება.
„საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამიტომაც დღეს ჩვენ სწორედ ამ მოთხოვნით ვაგროვებთ ხელმოწერებს და დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ვალდებულია გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. გამოიყენოს მისი დისკრეციული უფლებამოსილება“,- განაცხადა ბაჩო ძანძავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ