ბაჩო დოლიძე – საზოგადოება კონსოლიდირებულია, მათთვის ორგანულად მიუღებელია რუსეთი – რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ხალხისთვის მიუღებელია

{ქართული საზოგადოებისთვის} ორგანულად მიუღებელია – რაც სთვის ორგანულად მისაღებია, ხალხისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ძალიან ცუდ თამაშს“ თამაშობენ.
„ცოტა მეღიმება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც იქეთ შემოატრიალა, რომ თურმე დაგვიმტკიცეთო რატომ არის „რუსული კანონიო“. ისეთ გონორზე არიან, რომ იქეთ გვეკითხებიან. პასუხი ძალიან მარტივია, ის რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირს, ის რაც ეწინააღმდეგება ჩვენს გზას ევროკავშირისკენ, არის ყველაფერი რუსული. ვერ იქნება ვერც პაკისტანური და ვერც სხვა ქვეყნის ინტერესის. შარშანდელთან შედარებით დღეს ვხედავ, რომ ცოტა მოყოჩდნენ და საუბრობენ, რომ რაც გაგივიდათ წინა წელსო ეს აღარ გაგივათო. ვნახოთ ახლა რა გამოვა. ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ და ხედავენ, რომ საზოგადოება კონსოლიდირებულია. ორგანულად მათთვის მიუღებელია რუსეთი. რაც ბიძინა ივანიშვილისთვის ორგანულად მისაღებია, ამ ხალხისთვის მიუღებელია”, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ