ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს

ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს.
დაბარების მიზეზი უცნობია.
პარალელურად დღეს -ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია. საქმე 4 ოქტომბრის აქციის პარალელურად პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბარია ჩაწერილი.