ბაჩო ახალაიას განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლა მას არ უკავშირდებოდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლა მას არ უკავშირდებოდა.
როგორც ახალაიამ აღნიშნა, ადვოკატის მეშვეობით გაიგო სასწრაფოს გამოძახების შესახებ.
„არ ვიცი რას ნიშნავდა. სასწრაფო არასერიოზული სიგიჟე იყო, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა“,- აღნიშნა ახალაიამ.
შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისვლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეუძლოდ ყოფნას უკავშირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ ცეცხლაძე: არ უცდია, თავისი პოპულარობის, ცნობადობის თუ ნაცნობობის მეშვეობით მარტივად მიახლებოდა, ჩათვალა ჩვენთან – უბრალო მოკვდავებთან ერთად, 7 საათის განმავლობაში მდგარიყო ცოცხალ რიგში

თინათინ სტამბოლიშვილი: ამ რწმენით და ამ ერთიანობის შემყურე, თავისი თავის პატივისიმცემელი და თავდაჯერებული ხელისუფალი თუნდაც სიმბოლურად დაიყენებდა გვერდში რომელიმე, თუნდაც ერთ ყოფილ პრეზიდენტს…