ბაჩიაშვილს ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით გადაწყვიტა დააფინანსოს საქართველოს წინააღმდეგ აქციები

ჯერ ერთი მან უნდა თქვას, რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს, იმიტომ, რომ აქ უკვე ერთი არალეგიტიმური წყარო გამოჩნდა.
„გამჭვირვალობის კანონს“ რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციებს აფინანსებს.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, სთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში ედება ბრალი და როგორც ჩანს, ამ ფულით გადაწყვიტა მან ივანიშვილის, მმართველი გუნდისა და საქართველოს წინააღმდეგ აქციები დააფინანსოს.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბაჩიაშვილი აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის გარედან საპროტესტო აქციებისთვის დიდი რესურსი იხარჯება.
„რამდენადაც ირონიულად არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს, ის აქციების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, თუმცა, იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, იმიტომ, რომ ვიცით, გარედან არამხოლოდ სხვა სახის, არამედ ძალიან დიდი თანხობრივი რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ თითქოს იქ თვითორგანიზებით დადიან.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას, აღნიშნული გარემოებების გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილი წინააღმდეგობაში მოვიდა მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა – ამ ვითარებაში, მისი ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას