ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული –

ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული –
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ს ადვოკატ თემო წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
„ბაჩიაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული. ცხადია, ის ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული, ვითომ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. რეალურად ყველამ ვიცით მისი დანაშაული, ეს ყველასთვის ცხადი და ცნობილია. შესაბამისად, მე არც შეკვეთილი სტატიები მიკვირს ბატონი ს წინააღმდეგ. ამ ადამიანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და მოვლენები ყველასთვის ცხადი და ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ, კალაძე ამბობს, რომ -ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამებით იყო დაკავებული.
„ეს ყველაფერი არის სიცრუე, ცილისწამება. წინა ადმინისტრაცია დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ მუქარებით, ცილისწამებით. მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება დაფუძნებული იყო ცილისწამებაზე, ტყუილზე. გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის აბსურდული, სიცრუე, სისულელე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება დამოკიდებულება და ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
Next: როგორც საუკუნის წინ იწერებოდა აღტაცებული წერილები დიდ მამულიშვილთა სიკვდილის გამო, დღესაც ლიბერალ-ფაშისტები ჰიმნებს უძღვნიან კირკის მკვლელს

ასევე დაგაინტერესებთ

გენერალური პროკურატურის მიერ ქართველი ოპოზიციონერებისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა არის საზოგადოების პასუხი რადიკალების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე

ითხოვენ პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას – ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ, ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი