ბაჩიაშვილის მშობლებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან.
პროკურატურამ ს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსაჯვრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებაში ედებათ.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. ასევე, 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა შოთა ქარუმიძესაც, მძღოლს, რომლის მანქანითაც ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი დატოვა.
ცნობისთვის, პირველ მაისს, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს სთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს ქართული პროდუქციის უფრო კიდევ მეტ პოპულარიზაციას და გაზრდილ ექსპორტს” – ირაკლი ნადარეიშვილი