ბაჩიაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრი ბზარია“

ბიძინა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებული პირი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვიაშილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი ბზარია. მისი შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ევროინტეგრაციის საკითხში ივანიშვილმა „თავისი გუნდის ბევრი წევრი გადააგდო“.
„ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრი ბზარია. ორ კვირაზე მეტია არ გამოჩენილი ოფისში. დღეს ხმა გამოვიდა, რომ ტრავმატოლოგიურში იყო სხვადასხვა დაზიანებით. არ ვიცი, რას უკავშირდება, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ამბავია. არ ჩანს და დანამდვილებით ვიცი ,რომ ნაწყენია, გაბრაზებული. ივანიშვილმა არა მარტო ამომრჩეველი, ბევრი გუნდის წევრიც გადააგდო. ბევრს სჯეროდა, რომ ევროპაში მიდიოდნენ ღირსებით. ივანიშვილმა ისინიც გადააგდო და მოინდომა, თანამზრახველებად აქციოს. ბევრი ამაზე ხელს არ მოაწერს. მე მგონი, ღარიბაშვილიც არ აწერს. მემგონი, იმიტომ დატოვა პრემიერის პოსტი, რომ მეორედ არ უნდოდა რუსული კანონის შემობრუნება. [..] რაც ვიცი ფიზიკურ დაპირისპირებებზე, ხდება სპეცრაზმსა და -ში. მეტი ინფორმაცია არ მაქვს“, — უთხრა მან „ტვ პირველს“.
ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, 2023 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს – გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.
საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. პროკურატურის თანახმად, ბაჩიაშვილმა ბიტკოინი ინვესტორისგან, კერძოდ კი ბიძინა ივანშვილისგან მიითვისა. სასამართლომ ბაჩიაშვილს 2,5 მლნ. ლარის გირაო შეუფარდა. იგი ბრალს არ აღიარებს.
· „ოცნებამ” უფლებამოსილება შეუწყვიტა თავის დეპუტატებს, ოპოზიციას – არა
· ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ პასკალ ალიზარდი მათი სახელით არ საუბრობს
· წუხანდელ აქციაზე, რომელიც კობახიძის თქმით, „ძალადობრივი“ არ იყო, 18 მომიტინგე მაინც დააკავეს