თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს, რომელშიც ივანიშვილისთვის გადასაცემ ბიტკოინებზეა საუბარი.
დღეს გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე მან ამ წერილის შინაარსზეც ისაუბრა. მან თქვა ისიც, რო 90-იან წლებში ამ წერილს “კრიმინალური შოჩიკი” ეწოდებოდა.
ბაჩიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილისთვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდებოდა ყოველთვე – “აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ”.
“როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა;
თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად; გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით.”- ნათქვამია ბაჩიაშვილის გამოქეყნებულ წერილში.
ეს პროცესი არის აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობა.
ნიშანდობლივია როდესაც რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის უკუსვლისთვის დასანქცირებული ადამიანი, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პროკურორის მეშვეობით ასამართლებს ადამიანს კორუფციისათვის დასანქცირებული სასამართლოს პირობებში. ეს არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო
ქვემოთ მოყვანილია ის წერილი რომელიც ივანიშვილმა გამომიგზავნა. 90’იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა”- წერს ბაჩიაშვილი.