ბაჩალიაშვილისა და გრიგორიადისის მამებს აქციაზე, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ – ადამიანის უფლებათა ცენტრი:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეკრებებისა და მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, როგორც ბაჩალიაშვილის, ისე გრიგორიადისის მამებმა მათ დაუდასტურეს, რომ ორი პირი უთვალთვალებდათ.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ბექა გრიგორიადისმა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს განუცხადეს, რომ მათ ეს ორი პიროვნება უთვალთვალებდა აქციის დაწყების მომენტიდან. ამასთან, სწორედ ამ აქციის შემდეგ ბექა გრიგორიადისი აპირებდა მედიისთვის განცხადების გაკეთებას, რომ იწყებდა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას და შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტი გამხდარიყო მისი თვალთვალის მიზეზი. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ ეს პირები იდგნენ ჯუმბერ ბაჩალიაშვილისა და ბექა გრიგორიადისის სიახლოვეს“ – წერია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს