რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა ეკოაქტივისტ ფაილ ალსინოვის მხარდამჭერ აქციაზე, რომელსაც “სიძულვილის გაღვივების” ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. წინასწარი მონაცემებით, 7 პირია დაკავებული.
SOTAvision-ისა და RusNews-ის შეფასებით, სულ მცირე ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა უფაში (დედაქალაქი) მთავარ მოედანზე. ისინი ცეკვავდნენ და ბაშკირულ სიმღერებს მღეროდნენ. ადგილზე მისულმა პოლიციამ მოქალაქეების დაშლა და დაკავება დაიწყო.
არეულობა ბაშკირეთში 2 დღის წინ დაიწყო, განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის იყო შეტაკებები. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 17.




