ბაშარ ასადი ინალ არძინბას არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის „აღიარებაში“ დახმარებას დაჰპირდა

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ სთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების უზრუნველყოფისთვის“ ყველა ღონეს გამოიყენებს. ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს ში ს შეჭრის მიმართ მხარდაჭერა და დაგმეს „შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების გაჩაღებასთან დაკავშირებით“.
„მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში მრავალპოლარული ტენდენციების გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ