ბაშარ ალ-ასადმა პირველი განცხადება გაავრცელა მოსკოვში გაქცევის შემდეგ

სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ტელეგრამის არხმა რუსეთში მისი გაქცევის შემდეგ პირველი განცხადება გამოაქვეყნა ინგლისურ და არაბულ ენებზე.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ასადი დამასკში 8 დეკემბრის დილამდე დარჩა და მას მერე, რაც ისლამისტები ქალაქში უფრო ღრმად შევიდნენ, ის ს ავიაბაზა ხმეიმიმზე გადავიდა. 8 დეკემბერს საღამოს ის იქიდან მოსკოვში გაფრინდა.
სირიის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში სასწრაფო ევაკუაციის ორგანიზება მას მოსკოვმა შესთავაზა. „ეს მოხდა დამასკის დაცემის მეორე დღეს, ბოლო სამხედრო პოზიციების დაცემის და, შედეგად, ყველა დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტის პარალიზების შემდეგ“, – ნათქვამია ცნობაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სირიაში ანტისამთავრობო ჯგუფების თავდასხმის ფონზე განვითარებული მოვლენების დროს ასადი არ განიხილავდა გადადგომის და ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობას.
„როდესაც სახელმწიფო ტერორისტების ხელში აღმოჩნდება, თავის აზრს კარგავს ნებისმიერი თანამდებობა, რაც მასზე ყოფნას უაზრობად აქცევს,“ აღნიშნა ასადმა. მან ასევე დაწერა, რომ კვლავ ღრმა კავშირს გრძნობს სირიასთან და იმედოვნებს, რომ ქვეყანა „ისევ გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი“.
განცხადების გამოქვეყნების ადგილად მითითებულია მოსკოვი და ის 16 დეკემბრითაა დათარიღებული.
იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაარწმუნა ბაშარ ალ-ასადი სირიიდან გაქცეულიყო, გასულ კვირაში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა Bloomberg-ი. ამ ცნობის თანახმად, მას მერე, რაც ასადი დათანხმდა სირიის დაუყოვნებლივ დატოვებას, მისი გაქცევა 7-დან 8 დეკემბრის ღამით მოაწყვეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. იმავე დღის საღამოს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ასადი და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ რუსეთში, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.
რუსეთი ასადის მხარეზე მონაწილეობდა სირიის სამოქალაქო ომში. სირიაში განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზები. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ასადის რეჟიმის დაცემის შესახებ ჯერ არ აკეთებს კომენტარს. -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ასადის დაცემა, სხვა საკითხებთან ერთად, ირანისა და რუსეთის დასუსტების წყალობით გახდა შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ