ბაღდათში, სოფელ ნერგეთში მეწყერი ჩამოწვა – არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს ეძებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხრა ადამიანს ეძებენ, მათ შოროს რამდენიმე არასრულწლოვანია.
როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა ღამით მოხდა, გამოსწრება ვერავინ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მძიმე ტექნიკა.მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოეები.