ბაღდათის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ დიმში, კაშხალთან მოხდა. 38 წლის მამაკაცი მდინარეზე ანკესით სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და მას გული გაუჩერდა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
