ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მეხანძრე-მაშველები კიდევ ერთი ადამიანის სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
7 თებერვალს გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.