ბაქო-სუფსის მილსადენი შავი ზღვის პორტებში ყაზახური ნავთობის გადატუმბვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება – ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი

ბაქო-სუფსის მილსადენი შავი ზღვის პორტებში ყაზახური ნავთობის გადატუმბვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება – ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი
ბაქო-სუფსის მილსადენი შავი ზღვის პორტებში ყაზახური ნავთობის გადატუმბვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება, – ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ერლან აკენჟენოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
აზრბაიჯანული მედიის თანახმად, რეგიონში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების, ექსპორტის სიტუაციის ცვლილებებისა და კასპიის აუზის რიგი ქვეყნებისთვის სანქციების შეზღუდვების ფონზე, ნავთობის ექსპორტის მარშრუტების დივერსიფიკაციის საკითხი ასტანისთვის უფრო აქტუალური ხდება, ვიდრე ოდესმე.
„წლევანდელი წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, არსებული მარშრუტებით დაახლოებით 750 ათასი ტონა ნავთობი გადაიტუმბა, მაშინ როცა მთელი გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი თითქმის მილიონ-ნახევარ ტონას შეადგენდა. 2025 წელს ყაზახეთი გეგმავს მიწოდების მსგავსი მოცულობების შენარჩუნებას, მაგრამ თუ ეკონომიკური მდგომარეობა ხელსაყრელი იქნება, ქვეყანა მზად არის, გაზარდოს ისინი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ SOCAR-ის კოლეგებთან და განვიხილავთ ნებისმიერ შესაძლო სატრანსპორტო დერეფანს, მათ შორის ბაქო-სუფსას“, – აღნიშნა ერლან აკენჟენოვმა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ექსპერტების აზრით, მარშრუტი კვლავ მიმზიდველია როგორც ნავთობის მწარმოებლებისთვის, ასევე მოვაჭრეებისთვის, რაც უზრუნველყოფს შავი ზღვის პორტებზე სტაბილურ წვდომას ევროპულ ბაზრებზე შემდგომი მიწოდების შესაძლებლობით. მილსადენს წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გამტარუნარიანობა აქვს.
1tv.ge