ბაქო–სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება კასპიის ზღვაზე ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება – TCRC

2022 წლის რუსეთ – უკრაინის სამხედრო დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანმა ნავთობის ძირითადი მოცულობა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენში გადართო.
პრაქტიკულად ბაქო – სუფსის მილსადენით ნავთობის რეგულარული მიწოდება შეჩერდა და ნავთობსადენი უმოქმედო აღმოჩნდა.
მოგვიანებით, მილსადენზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და ნავთობის ტრანსპორტირება განახლდა. სუფსის ტერმინალიდან რამოდენიმე გადაზიდვა განხორციელდა.
2023 წლის თებერვალში ორი ტანკერი დაიტვირთა და ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 150 ათასი ტონა შეადგინა. 2024 წელს მილსადენით მხოლოდ 90 ათასი ტონა ნავთობი გადაიტვირთა.
თუ არ ჩავთლით 2023 და 2024 წლებში მცირე მოცულობის გადაზიდვებს, მილსადენი პრაქტიკულად გაჩერებულია, რისი მიზეზიც აზერბაიჯანული მხარის განმარტებით სუფსის ტერმინალიდან Azeri Light ის ხარისხის ნავთობის, ტრეიდერების მხრიდან შეკვეთების სიმცირე წარმოადგენს.
ბაქო – სუფსის მილსადენის დღევანდელი გამტარუნარიანობა წელიწადში 5.7 – 6.0 მლნ ტონას შეადგენს.
2001 – 2004 წლებში მილსადენის გამტარუნარიანობა შედარებით მაღალი იყო და იმ პერიოდისათვის მილსადენი საპროექტო სიმძავრის მაქსიმუმამდე იყო დატვირთული (იხ დიაგრამა).
მოგვიანებით, ნავთობის ძორითადი ნაკადის ბაქო – თბილისი – ჯეიხანში გადართვის შედეგად მილსადენის გამტარუნარიანობა 60 % მდე იქნა ათვისებული.
არსებულ რეალობაში რა პერსპექტივა გააჩნია, ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალ რეამინირებას – „ხელახალ გადატვირთვას“, ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ჩვენ ანალიტიკას.
ბაქო – სუფსის ნავთობსადენის გამოყენებსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული მხარის პოზიცია, ვინაიდან 1999 წლიდან მილსადენი მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობის გატერებაზე მუშაობდა და სხვა ქვეყნის ნავთობის, თუნდაც – ყაზახურის შერევა არ ხორციელდებოდა.
ნავთობის ხარისხის მიხედვით მსოფლიო ბაზარზე არსებობს საფასო განსხვავება, კერძოდ აზერბაიჯანული ნავთობის ხარისხი Azeri Light ი, დაბალი პარაფინის შემცველობის გამო, ყაზახურთან შედარებით, მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, უფრო მოთხოვნადია, (ბარელზე 3 – 4 დოლარით ძვირია), ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ნაკლებად დაინტერესებულია ყაზახური ნავთობის მილსადენში შერევით.
მიუხედავად ასეთი საფასო განსხვავებისა, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა პოლიტიკურ დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას, ყაზახური ნავთობის მცირე მოცულობის, თავდაპირველად წელიწადში 1.5 მლნ ტონის, პერსპექტივაში 3 მლნ ტონამდე გაზრდით, ბაქო – თბილისი – ჯეხანის მილსადენში გატარების შესახებ.
ამასთან, აზერბაიჯან – ყაზახეთის ბოლო პერიოდში გაამართულმა მოლაპარაკებებმა, ნათლად წარმოაჩინა, მხარეების მზადყოფნა დამოუკიდებლად გამოიყენონ ორივე მილსადენი.
ყაზახური ნავთობის ბაქო – სუფსის მილსადენში დამოუკიდებელი ტრანზიტი ხელს შეუწყობს ხარისხის განსხვავებების პრობლემის მოგვარებას.
ამასთან რეგიონში არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარების გამო, არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა მათ შორის ყაზახეთი დაინტერესებულია ნავთობის მარშრუტების დივერსიფიკაციაზე.
როგორც ყაზახეთ – აზერბაიჯანისათვის, ასევე საქართველოსთვისაც, როგორც სატრანზიტო სახელწიფოსათვის, ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება, მათ ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
აზერბაიჯანი მხოლოდ გრძელვადიანი, გარანტირებული 10 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, გამოთქვამს მზადყოფნას დაუთმოს სრულად ყაზახეთს ბაქო – სუფსის ნავთობსადენი.
თავის მხრივ, ასეთი გრძელვადიანი კონტრაქტის შესრულებისთვის ყაზახეთი მზად არ არის, რადგანაც კასპიის ზღვაზე ნავთობის გადაზიდვებისათვის, მისი სატანკერო ფლოტი საკმარისი არ არის, ხოლო ახალი ფლოტის დამზადებას მინიმუმ 5 წელი ესაჭიროება.
ამ ყველაფრის ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება ყაზახური ნავთობის მარშრუტების დივერსიფიცირების შესახებ, რაც ითვალისწინებს ეტაპობრივად, ნოვოროსისკზე გამავალი კასპიის CPC კორსორციუმის მილსადენიდან, წლიურად 20 მლნ ტონა ნავთობის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის და ირანის მიმართულებებით გადმორთვას.
მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია, არსებობს რიგი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალ გადატვირთვის პროცესს.
აზერბაიჯანის გავლით ყაზახეთის ტრანზიტის გასაზრდელად, აუცილებელია კაპიტალური ინვესტიციები, რაც აზერბაიჯანის მხარეს სანგაჩალის ტერმინალზე დამაკავშირებელი მილსადენების გამტარუნარიანობის გაზრდას და კასპიის ზღვაზე ყაზახური სატანკერო ფლოტის დამატებას ითვალისწინებს.
ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება, პირდაპირ კავშირშია ყაზახურ მხარეს ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობასთან, რადგანაც თუ მხოლოდ ყაზახეთს დაეთმობა ბაქო – სუფსის მილსადენი, ასეთ შემთხვევაში, ყაზახეთმა, კასპიის საკუთარ მხარეს – ტერმინალში უნდა უზრუნველყოს, როგორც 5 მლნ ტონა ბაქო-სუფსის, ასევე 3 მლნ ტონა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის, ჯამში 8 მლნ ტონა ტრანზიტის გატარება, რისთვისაც აუცილებელი იქნება ყაზახეთის მხარეს სატერმინალო ქსელის გაფართოება.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას კასპიის ზღვის ბუნებრივი დონის ვარდნა წარმოადგენს, რაც ზღუდავს კასპიაზე, ნავმისადგომის დაღმვებას, რითაც მცირდება სატანკერო ფლოტის ტვირთამწეობა და გამტარუნარიანობა, ეს ყოველივე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის დამატებით ფინანსურ სახსრებს მოითხოვს.
ბაქო – სუფსის მილსადენის გადატვირთვა მოითხოვს სატარიფო პოლიტიკის ხელახალ გადახედვას და შეთანხმებას, რადაგანაც ბაქო-სუფსის მილსადენში აზრებაიჯანულის ნაცვლად ყაზახური ნავთობის გატარების პირობებში, ტარიფი უნდა შეთანხმდეს მის მფლობელ – BP სთან და აზერი – ჩირაგი – გუნეშლის აქციონერებთან.
ეს ნიშნავს, რომ სატარიფო პოლიტიკა შეთანხმებული ინდა იქნეს აქციონერებთან, რადგანაც თავის დროზე მილსადენის მშენებლობაში, მათ განახორციელეს კაპიტალური ინვესტიციები.
ახალი სატარიფო ხელშეკრულება საქართველოსთან იქნება გასაფრომებელი, რადგანაც 1996 წელს ბაქო – სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ საქართველოსთან დადებული სამთავრობათაშორისო შეთანხმება, მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა.
რადგანაც მილსადენი ამოქმედდება სპეციალურად ყაზახური ნავთობისთვის, ანუ მილსადენში გაივლის სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ყაზახეთის ნავთობი, საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, აუცილებელი იქნება ახალ ტარიფზე შეთანხმება.
ბაქო – სუფსის პროექტის ხელახალი რეანიმაცია გარდა ტენიკური საკითხებისა, იურიდიული ასპექტების მოგვარებას საჭიროებს.
ბაქო – სუფსის მილსადენის პერსპექტიული განვითარება შავი ზღვის აუზის ბულგარეთის და რუმინეთის ნავსადგურების არეალში განთავსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვითაა შესაძლებელი.
რითაც, ბაქო – სუფსის მილსადენი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას შეიძენს იმ კომპანიებისთვის, რომელთა ნავთობის შემცველობის მახასიათებლები ფინანსურად მიმზიდველია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისათვის.
თუ ნავთობის ხარისხოვანი შემცველობა, მისაღები იქნება ბულგარეთში და რუმინეთში ნავთონგადამამუშავებელი ქარხნებში ნავთობის მიმწოდებელი ტრეიდერებისათვის, ასეთ პირობებში ბაქო – სუფსის პროექტის გადატვირთვას ექნება დამატებითი მიმზიდველობა.
დასკვნის სახით – ბაქო – სუფსის პროექტის ხელახალი გადატვირთვა, მიუხედვათ საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის ტექნიკური გამართულობისა, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის დამატებით ტექნიკურ და იურიდიულ ასპექტების მოგვარებას მოითხოვს.
წყარო: transcor.ge