ბაქო სომხეთთან საზღვარს ხაზავს, თუმცა, მშვიდობის პირობას არ იძლევა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა იმაზე, რასაც მან ხოჯალის გენოციდი უწოდა. “სომხეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მხოლოდ ამით შეუძლია ოდნავ მაინც ჩამოირეცხოს ამ ველურობის, ვანდალობისა და სისხლიანი ცოდვები. თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ვფიქრობ, რომ თავად სომხეთი ვერასოდეს დადგება ფეხზე” – თქვა მან ხოჯალის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს. ხელისუფლებასთან დაახლოებული ბლოგერებისა და ტელეგრამ არხების რეაქციებიდან და აზერბაიჯანის პოლიტიკური ტრადიციიდან გამომდინარე, განცხადება პროგრამულად და სტრატეგიულად უნდა ჩაითვალოს.
თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ყარაბაღის პირველი ომის დროს სომხური სამხედრო ძალების მიერ ხოჯალიში აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის თემა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თებერვალში დადგა დღის წესრიგში, მაგრამ ალიევი ამის შესახებ დაახლოებით იგივე ტერმინოლოგიით 2015 წელს საუბრობდა. ასე რომ, აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექსტი, არამედ დროის კონტექსტიც. 2015 წელს არავინ იცოდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ყარაბაღში თითქმის არცერთი სომეხი დარჩებოდა და რომ სომხეთისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა არა თავად ყარაბაღის საკითხი, რომელსაც ბაქო დახურულად გამოაცხადებდა, არამედ ქვეყნის უსაფრთხოება.
ხოჯალის გამო ბოდიშის მოხდის გარდა, ბაქო სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს, რადგან, მისი აზრით, ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ. ფაქტია, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში არის მითითება 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც, როგორც მასში წერია, ეფუძნება სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ დადგენილებას, რომელია 1989 წლის 1 დეკემბრით თარიღდება – “სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ”. შემდგომში სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა ამ პოსტულატს, ამიტომ იურიდიულად კონფლიქტი რეალურად არსებობს.
თუმცა მსგავსი სიუჟეტი აზერბაიჯანის კანონმდებლობაშიც მეორდება. დაახლოებით იმავე რომანტიკულ პერიოდში, 1991 წელს, აზერბაიჯანმა მიიღო საკონსტიტუციო აქტი, რომელშიც მან თავი გამოაცხადა 1918 წლის აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრედ, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა თანამედროვე სომხეთის უზარმაზარ ტერიტორიებზე – არა მხოლოდ ზანგეზურზე, არამედ, მაგალითად, დილიჟანზე, ტერიტორიაზე სევანის ტბის მიმდებარედ, რომელიც რუკაზე სასაზღვრო ტერიტორიად ჩანს. ამ სამართლებრივ შეუსაბამობებზე ცოტა ხნის წინ აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ს ბოლო და გადამწყვეტი განცხადების საპასუხოდ: არ იქნება სამშვიდობო ხელშეკრულება, სანამ სომხეთის კონსტიტუცია არ შეიცვლება.
მკაფიოდ რომ ვთქვათ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაქო ამ პრეტენზიებს გამოხატავს. მიმდინარე წლის დასაწყისში თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ ერევანმა გამოთქვა მზადყოფნა ამ საკითხში ბაქოსთვის ფეხი აეწყო. უფრო მეტიც, მაშინ აზერბაიჯანმა პრეტენზიაც კი გამოთქვა იმ საკითხზე, რომელიც მას პირდაპირ არ ეხებოდა – არარატის მთის არსებობას სომხეთის გერბზე. მოკავშირე თურქეთის ინტერესებში აქტიურმა ჩართულობამ, გადაჭარბებული მოთხოვნის შთაბეჭდილება შექმნა და, შესაბამისად, – მის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების. თუმცა, შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა საცდელი ბუშტი გაუშვა და აღნიშნა, რომ არაგაწის მთა არარატზე არანაკლებ ლამაზია. მან ასევე მიანიშნა ბაქოს მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის რისკებზე – ახალი ომის დაწყების ჩათვლით.
დაახლოებით იმავე პერიოდში დაიწყო თეზისის პოპულარიზაცია, რომ ისტორიულ სომხეთსა და რეალურ სომხეთს შორის წინააღმდეგობამ შესაძლოა ამ უკანასკნელის გაქრობა გამოიწვიოს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებით აგრძელებდა ამ ისტორიოსოფიურ პოზიციას, ფაშინიანმა უკან დახევა არჩია კონსტიტუციისა და არარატის საკითხზე. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა კონკრეტული გადაწყვეტილებების დონეზე გადასვლით დაიწყო, კერძოდ, სომხეთში ძალადობრივი პროტესტის მიუხედავად, დაიწყო სომხეთის ტავუშისა და აზერბაიჯანის ღაზახის რეგიონს შორის საზღვრის დემარკაცია.
შესაძლოა, ის, რაც ოპტიმიზმის საბაბად გამოიყურებოდა – და, მრავალი თვალსაზრისით, ასეც იყო, ამავე დროს, მდგომარეობის გართულების მიზეზი გახდა. მშვიდობამ გამოანათა, რაც იმას ნიშნავს, რომ მშვიდობა უნდა გაუქმდეს.
ისტორია იცნობს შემთხვევებს, როდესაც ტერიტორიული პრეტენზიების შიშის საფუძველზე სახელმწიფოთაშორისი მოთხოვნები შიდა სტრუქტურაში ცვლილებებს მოიაზრებს. ზოგჯერ ისინი სრულდებოდა კიდეც – მაკედონია გახდა ჩრდილოეთ მაკედონია საბერძნეთის მოთხოვნით, რომელიც თავის ისტორიულ რეგიონს ასე უწოდებდა. თუმცა, საბერძნეთი ემუქრებოდა არა ომით, არამედ პრობლემებით სკოპიეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ბაქო ერევანს სამშვიდობო ხელშეკრულების ტორპედირებით ემუქრება. ერევანი უკვე დაიღალა თავის მოჩვენებით, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების არარსებობა აუცილებლად ნიშნავს ომს.
ოთხ წელზე ნაკლებ დროში ბაქომ შესაძლოა იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა. მან ომი უფრო ადვილად მოიგო, ვიდრე მოელოდა – იმდენად, რომ მოსკოვმა არა მხოლოდ დროებით გადაარჩინა ყარაბაღის ნარჩენები, არამედ იხსნა ალიევი გამარჯვებების იმ მასშტაბისგან, რისთვისაც ის ჯერ კიდევ არ იყო მზად. თუმცა, როდესაც ძალები და პოლიტიკური რესურსები დაგროვდა, სამხედრო წარმატებები გადაკეთდა უპრეცედენტო შიდა პოლიტიკურ თვითდამკვიდრებაში, ბაქომ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ამავდროულად, არაკეთილმოსურნეებისთვის არ მიუცია რაიმე ბრალდების ან სანქციების სერიოზული განხილვის ერთი ფორმალური მიზეზიც. მან გადალახა საგვარეულო სახელმწიფო ტრავმა, გააფორმა გარე პერიმეტრი იქ, სადაც შეჩვეული იყო მტრის ხილვასა და ოცდაათწლიან დამცირებას. მან თავი ძალაუფლების რეგიონალურ ცენტრად გამოაცხადა, რომელაც ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. დაბოლოს, მან ფაქტობრივად ბოლო მოუღო სამხრეთ კავკასიის, როგორც ამიერკავკასიის მემკვიდრის კონცეფციას, რადგან ის თავად გახდა უზარმაზარი სივრცის ნაწილი, რომელშიც თამაშობს არა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, არამედ იმ ქვეყნის როლს, რომელიც ახლა უკვე თურქეთისა და ირანის შემდეგ ჩამონათვალში უნდა არსებობდეს.
იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დაიჯერონ ამ დიადი მიზნის შესახებ, აღარ არის საკმარისი მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულება სომხეთთან, გამარჯვებულის ხელშეკრულება დამარცხებულთან. მისთვის საკმარისი არ არის ამ გვერდის უბრალოდ დახურვა, რომელიც გამარჯვებასთან ერთად უბრალოდ ისტორიის ნაწილი გახდება. ისტორიის სახელმძღვანელო კი, რომელშიც ილჰამ ალიევის სახელი დიდი ასოებით იქნება დაწერილი და, ალბათ, მამის სახელის წინაც დაიკავებს ადგილს, მომავალში აუცილებლად იქნება. დღეს კი გამარჯვება უნდა გახანგრძლივდეს. თუ ერევანს მიაჩნია, რომ კომპრომისზე წასვლის მზადყოფნით შეძლო ამ გვერდის დახურვის შესაძლებლობის ყიდვა, სულ ტყუილად. მისი დამარცხება უნდა გაგრძელდეს, ხოლო ბაქომ გააგრძელოს გამარჯვება.
როგორც ჩანს, ბაქომ აირჩია ფორმულა “დელიმიტაცია მშვიდობის ნაცვლად”. ხისტად რომ ვთქვათ, დღეს ბაქოსთვის საზღვარი და ტერიტორიული მთლიანობა მისი გამარჯვების ორი ზვიგენია. ეს არის ის, რასაც ის ოფიციალურად უწოდებს წმინდას და რაზეც აცხადებს, რომ კომპრომისზე არ წავა. მესამე ზვიგენს არ აქვს ასეთი წმინდა და ოფიციალური სტატუსი, მაგრამ საზღვრების დელიმიტაციის შემდეგ წინა პლანზე მოდის: გამარჯვების გახანგრძლივება. და ეს არ არის მხოლოდ რაღაც სიმბოლო.
გამარჯვებულის განგრძობითი სტატუსი პოლიტიკური რესურსია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, ზეწოლის მოხდენ, ვაჭრობა სომხეთთან და არა მხოლოდ მასთან.
ეს შესაძლოა იყოს დიდი ინტერესი იყო მოსკოვისთვისაც, რომელიც ისევ იმედოვნებს, რომ სიტუაციის ცვლილებით, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ომთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება საუბარი დაბრუნდეს რეგიონულ საკომუნიკაციო ჰაბზე მისი კოლექტიური კონტროლის შესახებ, და აქ ბაქოსა და ანკარას შესაძლებლობები მისთვის ისევ გამოსადეგი იქნება. ამაში დაინტერესებულია დასავლეთიც, რომელსაც რთული თამაშები აქვს არა მხოლოდ ირანთან, თურქეთთან და სხვა მონაწილეებთან ქაოტურ ახლო აღმოსავლეთში, არამედ, როგორც ჩანს, ჩინეთთან, რომელიც სულ უფრო მეტად არის დაინტერესებული რეგიონით.
არსებოს სხვა უფრო ნაკლებად გლობალური ბონუსები – წინ ბევრი კითხვაა თავად სომხეთის მხრიდანაც იმავე საზღვრის თემაზე. და ბოლოს, სამშვიდობო ხელშეკრულება თავისთავად არის რიტუალი, დეკორაცია შენობის კედელზე, სადაც კედლების სიმყარე და საფუძველი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
რუსეთსაც, სსრკ-ს შემდეგ, თითქმის 80 წელია, იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულება არ დაუდია და ეს არავის აწუხებს. თუ არსებობს ცუდი ზრახვები ან რაიმე სხვა ცდუნება, სამშვიდობო ხელშეკრულება არავის არაფრისგან შეაკავებს. შესაბამისად, სომხურ-აზერბაიჯანულ სიუჟეტში ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი – ფორმალური მშვიდობის გარდა. სამშვიდობო ხელშეკრულების არარსებობა, რა თქმა უნდა, უფრო ფუნქციონალურია პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე მისი არსებობა.
ზოგადად, მის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია – ისევე, როგორც მასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ მისი აუცილებლობის საკითხი ადვილად ხდება პოლიტიკური სპეკულაციის თემა.
აზერბაიჯანს მშვიდობა არ სჭირდება, რადგან ომიდან ჯერ კიდევ ბევრის სწავლა ვერ შეძლო. მაგრამ ზუსტად ამავე მიზეზით, არც ერევანს სჭირდება ეს. ერევანი არანაირ გარანტიას არ მიიღებს, მაგრამ ამავე დროს, ვერც კომპრომისების ჯაჭვს გააგრძელებს, რომელთაგან ყოველი მომდევნო, წინაზე უფრო დამამცირებელი იქნება. გარკვეულწილად, ბაქოს მანევრები ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს ცხოვრებასაც გაუადვილებს. და როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მოტივებიც გარკვეულწილად ემთხვევა ერთმანეთს. სომხეთისთვისაც დღეს აზერბაიჯანთან ურთიერთობაში საზღვრის დელიმიტაციაზე მნიშვნელოვანი არაფერია. გასაგებია, რომ ცდუნების არსებობისას სასაზღვრო ბოძები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება, თუმცა აღარ იარსებებს მაინც საზღვრის ნაცვლად “ნაცრისფერი ზონა”, რომლის არსებობასაც ბაქო ადგილობრივი სიტუაციის გამწვავებით ხსნის. სამშვიდობო ხელშეკრულება ასეთ ვითარებაში კი, ნამდვილი საჩუქარი იქნება ოპოზიციისთვის, და განსხვავებით ტავუშში საზღვრების დელიმიტაციისგან, რომელიც მდორე, მაგრამ ხანგრძლივი პროტესტის დეტონატორი გახდა, ის, რასაც ბაქოს შეუძლია დღეს შეთავაზოს ხელშეკრულებისთვის, იქნება განგრძნობითი კაპიტულაცია და არა რეალური ხელშეკრულება.
სამაგიეროდ ამ საკითხში სიმტკიცე საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პირიქით, აჩვენოს დიდი ხნის ნანატრი გმირობა 44-დღიან ომში დამარცხების შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის შურისძიება, მაგრამ ყოველშემთხვევაში, თანაბარ პირობებში საუბრის შესაძლებლობაა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, სომხეთის მთავრობას, რომელმაც მიიღო ბაქოსგან ბურთის ჩაწოდება, შესაძლოა კიდევ ერთხელ შეახსნენონ ეგზისტენციალური საფრთხის შესახებ. მაგრამ ახლა კომპრომისების დრო აღარ არის. გარდა ამისა, არსებობს ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეს მოვლენა არცთუ ისე სარისკოა.
ბაქოს ძალიან დიდი დრო დასჭირდა საკუთარი ქმედებების ლოგიკის ასაგებად, რათა სერიოზულად არ გადაეკვეთა წითელი ხაზები. მან გამოსცადა ისინი, გასცდა მათ იმ დემონსტრაციულობით, რაც ჩვეულებრივ ხდება კონტროლირებად კონფლიქტში, მაგრამ, ზოგადად, ყველაფერი, რაც მოხდა, ძირითადად აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ან, სულ მცირე, სწორედ იმ “ნაცრისფერ ზონაში” განვითარდა. რომც გასცდენოდა კიდეც, არა ისეთ მასშტაბებში, რომ თანამედროვე სამყაროში ფორმალური საერთაშორისო ზეწოლის მიზეზი გამხდარიყო. თუ ბაქო ასე მოიქცა იმისთვის, რომ საკუთარი სავლდებულო პროგრამა შეესრულებინა, რაღაც განსაკუთრებული რამ უნდა მოხდეს, რომ რაიმე ბრუტალური ნაბიჯის გადაწყვეტილება მიიღოს, იმ დროს როდესაც დამატებით ბონუსებზეა საუბარი. რაც ასევე არ ამცირებს ადგილობრივი ესკალაციების რისკს.
ერთი სიტყვით, დღეს არავის აინტერესებს სამშვიდობო ხელშეკრულება მისი ოფიციალური გაგებით, როგორც რეალური პოლიტიკური მიზანი და არა გამოუსადეგარი სიმბოლოების ნაკრები. იგივე გუშინაც ხდებოდა, უბრალოდ, მაშინ ფართომასშტაბიანი გამწვავების რისკი უფრო სერიოზული ჩანდა. ხვალ კი ეს თემა თანდათან, ალბათ, დაკარგავს აქტუალობას და დარჩება მოჩვენებითი მიზანი და გაუთავებელი შეხვედრების დღის წესრიგი, მათ შორის უმაღლეს დონეზე. მათ შორის, იმისთვისაც, რომ ბაქომ კიდევ სხვა მოთხოვნები წამოაყენოს, მაგალითად, როგორიცაა სომხეთის ტერიტორიაზე ანკლავების დაბრუნება, რის გარეშეც სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება კვლავ შეუძლებელი გახდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა, არის უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე მშვიდობა. მაგალითად, ომის არარსებობა.