„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენის საოპერაციო ხარჯები $70.5 მილიონამდე გაიზარდა

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ საოპერაციო ხარჯები 2024 წლის პირველი ნახევარში გაიზარდა. Bp-ის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 70.5 მილიონ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 17.7 მილიონი აშშ დოლარი.
„1768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2024 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ჯამში 4.3 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (576 ტონაზე მეტი). 5707 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.
2024 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით 110 მილიონი ბარელი (14 მილიონ ტონაზე მეტი) ბი-თი-სი-ს მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 150 ტანკერში ჩაიტვირთა. ბი-თი-სი ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ- დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთიდან, თურქმენეთიდან და სოკარის არა აზერი-ჩირაგ-გუნეშლის სადადოს მოცულობებიდან) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება“, – ნათქვამია Bp-ის ანგარიშში.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).