ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციაში შესვლიდან 2024 წლის ბოლომდე დაახლოებით 591 მლნ ტ ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციაში შესვლიდან 2024 წლის ბოლომდე დაახლოებით 591 მლნ ტ ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა
კომპანია BP-ის კასპიის რეგიონის ვიცეპრეზიდენტ ბახტიარ ასლანბეილი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ექსპლუატაციაში შესვლიდან 2024 წლის ბოლომდე დაახლოებით 591 მლნ ტ. ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. ინფორმაციას ბახტიარ ასლანბეილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის ივნისიდან შევიდა. აღნიშნულ პერიოდში, ტერმინალიდან სულ ჩატვირთულია 5,862 ტანკერი და გაგზავნილია სხვადასხვა მიმართულებით მსოფლიო ბაზრებზე. მოწოდებული მონაცემების მიხედვით, დღემდე BTC პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე დახარჯულია დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სიგრძე 1768 კმ.-ია.