ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ნავთობის ექსპორტი შემცირდა

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, რომელსაც მართავს ბრიტანული BP, 24,2 მლნ ტონამდე შემცირდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის 25,2 მლნ ტონიდან, იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი.
BTC-ით გადაზიდული ტრანზიტული ნავთობის მოცულობა იანვარ-ოქტომბერში წლიურად გაიზარდა 4,475 მლნ ტონამდე 4,270 მლნ ტონიდან.
აზერბაიჯანმა BTC-ით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,3% გადაიტანა, რაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 32,1 მლნ ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის გარდა, ყაზახეთი და თურქმენეთი ნავთობის ექსპორტს BTC-ით ახორციელებენ.
ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1,768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის პროექტი საშუალებას იძლევა BTC-ის სიმძლავრე გაიზარდოს 1,2 მლნ ბარელიდან 2,2 მილიონ ბარელამდე დღეში.