„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“კაპიტალური ხარჯები 1.7-ჯერ გაიზარდა (bm.ge)

წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) კაპიტალური ხარჯები თითქმის გაორმაგდა. BP-ის მონაცემებით, 2025 წლის 6 თვეში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამართული ოპერირებისთვის კომპანიამ საოპერაციო ხარჯებზე 60 მლნ დოლარი დახარჯა, კაპიტალურმა ხარჯებმა კი 30 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წლის ამავე პერიოდის კაპიტალურ დაბანდებას 1.7-ჯერ აღემატება.
მიმდინარე წლის 6 თვეში აღნიშნული მილსადენით 106 მლნ ბარელი (13 მლნ ტონა) ნედლი ნავთობი გადაიტვირთა. შარშან ამავე პერიოდთან შედარებით ნავთობსადენის დატვირთულობა 1 მლნ ტონით არის შემცირებული. BTC-ის მიერ ექსპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 145 ტანკერში ჩაიტვირთა
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციონერთა სტრუქტურა ასე გამოიყურება: bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) და INPEX (2.50%). აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს დაიხურა გარიგება SOCAR-სა და ნორვეგიულ Equinor-ს შორის, რომელიც მანამდე მილსადენის 8.71%-იან წილს ფლობდა. Equinor-ის 8,71%-იანი წილიდან SOCAR-მა 7,96%, ხოლო ONGC Videsh Limited-მა აქციების 0,75% შეიძინა.