ბაქო-თბილისი მატარებლით მიმოსვლა შესაძლოა მაისის ბოლოს განახლდეს

ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო მატარებლით მიმოსვლა შესაძლოა მაისის ბოლოს განახლდეს – როგორც სააგენტო Trend წერს, ამის შესახებ მათ საქართველოს მთავრობიდან აცნობეს.
„ბაქო–თბილისი–ბაქოს სარკინიგზო რეისების აღდგენა დაგეგმილია მაისის ბოლოსთვის, თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება,“ — განაცხადა წყარომ, წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
“კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და მისი შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 12 სექტემბრის №336 დადგენილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესდა განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი, რომელიც დღემდე ძალაშია”. შესაბამისად, ამ დრომდე აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დაკეტილია. საერთაშორისო სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა კი 2020 წლიდან შეჩერებული.
18 მარტს აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი კვლავ გაგრძელდა — 1 ივლისის დილის 06:00 საათამდე. მანამდე იგი გაგრძელებული იყო 1 აპრილამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა