ბაქო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრების ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო უარს აცხადებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო.
-ის ცალმხრივმა მიდგომამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი, როგორც შუამავლის როლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესაძლებლად არ მიგვაჩნია შემოთავაზებული შეხვედრის ჩატარება ვაშინგტონში, 2023 წლის 20 ნოემბერში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო`ბრაიანის განცხადებებს ეხმაურება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ო’ბრაიენის განცხადებებს „კონტრპროდუქტიულ, უსაფუძვლო და მიუღებელ“ განცხადებებად აფასებს. უწყებაში განმარტავენ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენასა და ო’ბრაიენის გამოსვლას აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე დარტყმად და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრად განიხილავენ.
„აზერბაიჯანის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების მტკიცებით, აზერბაიჯანი ყოველთვის იმოქმედებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და ქვეყანა ყოველთვის გადამწყვეტად და ადეკვატურად რეაგირებს ყველა ნეგატიურ ნაბიჯზე, რომელიც ეწინააღმდეგება მის ეროვნულ ინტერესებს.
ცნობისთვის, ო`ბრაიანმა გუშინ განაცხადა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია და რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ამჟამად ბაქოზეა დამოკიდებული.