ბაქოში Sputnik-ის აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი რედაქტორი დააკავეს

აზერბაიჯანის -მ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩაატარა „Sputnik აზერბაიჯანის“ ოფისში – დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
როგორც Trend იტყობინება, დაკავებულთა შორის არიან ბაქოს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი.
ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანის შსს-მ დაიწყო გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს ბაქოს განყოფილება („Sputnik აზერბაიჯანი“) განაგრძობდა საქმიანობას არაკანონიერი დაფინანსებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი აკრედიტაცია 2025 წლის თებერვალში შეჩერებული იყო.
აზერბაიჯანმა რუსული მედიაჯგუფის, Sputnik-ის პრესწარმომადგენლობა, 2025 წლის თებერვლის ბოლოს, სხვა საერთაშორისო მედი გამოცემების პარალელურად დახურა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი ინფორმაციით, რუსულ მედიაჯგუფს მხოლოდ ერთი კორესპონდენტის აკრედიტაციის მიღების შესაძლებლობა დარჩა.
აზერბაიჯანის შსს-ს განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება