ბაქოში ოპოზიციას მიტინგის გამართვის უფლება კვლავ არ მისცეს

ბაქოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უპასუხა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის და ეროვნული საბჭოს მიმართვას, რომლებიც “მეჰსულის” სტადიონზე მიტინგის გამართვას აპირებდნენ. მერიამ მიტინგის ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
ოპოზიცია 27 აპრილს მიტინგის გამართვას ლოზუნგით – „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“.
აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარემ ალი ქარიმლიმ ფეისბუქ გვერდზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თქვა:
„კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათთვის არც კანონი ნიშნავს რამეს და არც კონსტიტუცია – მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია. უკვე 6 წელია, აზერბაიჯანში არანაირ მიტინგის გამართვის საშუალებას გვაძლევენ. არ აძლევენ საშუალებას. 27 აპრილის აქციის აკრძალვით, რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ ადამიანების სიმართლე, ვინც აზერბაიჯანს დიქტატურად მოიხსენიებს.
ილჰამ ალიევმა როგორც ჩვენს ხალხს, ასევე მთელ მსოფლიოს უნდა აუხსნას – რატომ აქვთ სამხრეთ კავკასიის ჩვენს მეზობელ ხალხებს – ქართველებს და სომხებს – თავისუფალი შეკრების უფლება, მაშინ როცა ჩვენ, აზერბაიჯანელები, საკუთარი კონსტიტუციური უფლებებისგან ვართ მოკლებულნი? ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჩვენი ხალხი ამ უფლებას არ იმსახურებს, თუ უბრალოდ ეშინია ხალხის?“ – დაწერა ალი ქარიმლიმ.
meydan.tv-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანში ბოლოს სანქცირებული მიტინგი 2019 წლის 19 იანვარს ჩატარდა.
უკვე თითქმის 6 წელია, რაც ოპოზიცია აზერბაიჯანში ვერ ახერხებს მასობრივი მიტინგების ორგანიზებას. აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ არაერთხელ მიმართა ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიტინგის ნებართვისთვის, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო.