ბაქოში მიმდინარეობს აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ს ოფიციალური ვებსაიტის ინფორმაციით, ამ წუთებში ბაქოში მიმდინარეობს აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული შეხვედრა.
ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა დაძაბულია თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე ორი წლის წინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ.
აზერბაიჯანის მჭიდრო კავშირები ისრაელთან არის აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობების დამძაბველი კიდევ ერთი ფაქტორი. მაისში ბაქოში დაგეგმილია ს პრემიერმინისტრ ს ვიზიტიც.
აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი გარღვევის პერსპექტივას ფეზეშქიანის ვიზიტისგან მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი დადებითი გზავნილებისა, რომლებიც აზერბაიჯან-ირანის კავშირებს ეხებოდა.
აზერბაიჯანში გამგზავრებამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა 28 აპრილს განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანია მეგობრული ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობის ხელშეწყობა მეზობელ ქვეყანასთან. ირანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ფეზეშქიანმა ხაზი გაუსვა „ორ სახელმწიფოს შორის არსებულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის პოტენციალს“ და განაცხადა, რომ თანამშრომლობის სფეროებს შორის პრიორიტეტული უნდა გახდეს ვაჭრობის, მეცნიერების, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროები, „გაზრდილი ურთიერთობების განსავითარებლად“.
ირანის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ სარკინიგზო და საავტომობილო დერეფნებმა შესაძლოა, იქცეს ირანის, აზერბაიჯანისა და ს ეკონომიკების ხელშემწყობად და შექმნას ახალი შესაძლებლობები მთელი რეგიონისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციათა ნაწილი – „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული ტელევიზიების ცენზურის პოლიტიკა აამოქმედა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ – მოვითხოვთ საერთაშორისო მხარდაჭერას დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დასაცავად

დავით მათიკაშვილი – ევროპარლამენტარები ცდილობენ, რადიკალებისთვის მაშველ რგოლად გამოდგნენ – როგორც კი ერთი მუჭა რადიკალები რუსთაველზე სირბილს შეწყვეტენ, დავალებების მიმცემთა წიაღში ჩნდებიან ადამიანები, ვინც მათ აქტიურობას ზრდის