ბაქოში მასშტაბურად აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვების მეორე წლისთავი, ალიევმა ერდოანს უმასპინძლა

8 ნოემბერს ბაქოში მასშტაბურად აღნიშნეს აზერბაიჯანის მიერ 2020-2023 წწ. მთიანი ყარაბაღის ომში სრული გამარჯვების წლისთავი.
ეს კონფლიქტი, რომელიც „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელითაც არის ცნობილი, დასრულდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიკვიდაციით. რესპუბლიკა 30 წლის განმავლობაში იყო სომხეთის იურისდიქციის ქვეშ.
ბაქოს ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტ და მისი სტუმრები – რეჯეპ ტაიპ ერდოანი და ს პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი.
აღლუმში მონაწილეობა მიიღეს სა და თურქეთის სამხედრო შენაერთებმაც.
აღლუმის ბოლოს ქალაქს გადაუფრინეს აზერბაიჯანის დრონებმა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-16 ავიაგამანადგურებლებმა.
„ჩემი ძვირფასი ძმა ერდოანი მხარს უჭერდა აზერბაიჯანს ყარაბაღის მეორე ომის პირველი საათებიდანვე. მისი სიტყვები „აზერბაიჯანი მარტო არ არის“ მთელი მსოფლიოსთვის იყო უწყება. აზერბაიჯანელი ხალხი არასოდეს არ დაივიწყებს ამ მხარდაჭერას,“ განაცხადა ალიევმა თავის გამოსვლაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მისმა ქვეყანამ გამარჯვების მოპოვება შეძლო იმიტომ, რომ ის „სამი ათწლეულის განმავლობაში ადგა საკუთარი მიწების დაბრუნების გზას, ქმნიდა ძლიერ ეკონომიკას, დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და თანამედროვე არმიას“.
მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკა, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საზღვრებში შეიქმნა, სომხური ადმინისტრაციით იმართებოდა ს მხარდაჭერით. აზერბაიჯანის ეს ტერიტორიები სომხურ სამხედრო ფორმირებებს ჰქონდათ დაკავებული.
2020 წელს აზერბაიჯანმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლს დაუბრუნდა შვიდი რაიონი და ყარაბაღის ნაწილი. 2023 წლის ბოლოსთვის კი ბაქომ ფაქტობრივად დაამყარა კონტროლი სადავო რეგიონის მთელს ტერიტორიაზე.
მრავალწლიანი მწვავე კონფლიქტისა და ერთმანეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის მიუხედავად 2025 წლის აგვისტოში მხარეებმა -ის პრეზიდენტ ს შუამავლობით თეთრ სახლში ხელი მოაწერეს დეკლარაციას მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ.
ფორუმი